ვივა როქველის პროექტში , დიდ დიღომში მე-3 და მე-4 ბლოკში სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, ხოლო მე-5 ბლოკი დასრულებულია, უფრო დეტალურად გაეცანით სიახლეს
მე-5 ბლოკში დასრულდა:
- ერთი ლიფტის სამონტაჟო სამუშაოები;
- წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელების მიერთების სამუშაოები ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალებთან;
- ბუნებრივი აირით მომარაგების გარე და შიდა სისტემის სამონტაჟო სამუშაოები;
- ასევე, დარულებულია ელექტროქსელების შიდა და გარე მომარაგების სამუშაოები, გამრიცხველიანება;
- საცხოვრებელ ბინებში დასრულდა კედლების ლესვითი სამუშაოები;
- საცხოვრებელ ბინებში, დერეფნებში , კიბისა და ლიფტის უჯრედებში დამონტაჟებულია კარებები;
- დერეფანისა და კიბის ბაქნების იატაკები მოპირკეთდა კერამოგრანიტით;
- დასრულებულია ფასადის ძირითადი მოპირკეთების სამუშაოები
მე-5 ბლოკში მიმდინარე სამუშაოები;
- მიმდინარეობს კიბისა და ლიფტის უჯრედების კედლებისა და ჭერის ღებვითი სამუშაოები;
- ასევე მონტაჟდება მეორე ლიფტი;
- მიმდინარეობს სახურავის მეორე ფენის ჰიდროიზოლაციით მოწყობის სამუშაოები;
- მონტაჟდება სახანძროუსაფრთხოებისა და ვინტილაციის სისტემები;
- პარალელურად ეწყობა მისასვლელი გზები და ბილიკები
მე-3 ბლოკში:
- დასრულებულია კორპუსის თერთმეტივე სართულის სამონტაჟო სამუშაოები;
- უკვე მეოთხე სართულზე მიმდინარეობს ფასადისა და ბინების გამყოფი კედლებისა და შიდა ტიხრების მოწყობა;
- პარალელურად მონტაჟდება კიბისა და აივნების მოაჯირები
მე-4 ბლოკში:
- მიმდინარეობს მე-10 საცხოვრებელი სართულის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები;
- მე-4 სართულზე მიმდინარეობს ფასადისა და ბინების გამყოფი კედლებისა და შიდა ტიხრების მოწყობა;
- ასევე, მიმდინარეობს კიბისა და აივნების მოაჯირების სამონტაჟო სამუშაოები;