ინფორმაცია პროექტში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების შესახებ
ბლოკი 5
- სახურავზე დასრულდა პარაპეტისა და საინჟინრო შახტების მოწყობისა და სახურავის ფილის ქვიშა- ცემენტის ხსნარით მოჭიმვის სამუშაოები;
- მიმდინარეობს საკანალიზაციო დგარებისა და წყალმომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოები;
- მე-5 და მე-6 სართულებზე ბინებში მიმდინარეობს ელ.მომარაგების ქსელის მონტაჟი;
- მე-11 სართულზე ბინებში მიმდინარეობს შიდა კედლების მოწყობა;
- მე-11 სართულზე მიმდინარეობს აივნების მოაჯირების დამზადება და მონტაჟი;
- მე-4 სართულზე მიმდინარეობს კედლების გიფსით ლესვითი სამუშაოები;
- ფასადზე მიმდინარეობს მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრებისა და ვიტრაჟების სამონტაჟო სამუშაოები
ბლოკი III
- დასრულდა მე-3 სართული და მიმდინარეობს მე-4 საცხოვრებელი სართულის კოლონებისა და დიაფრაგმების სამონტაჟო სამუშაოები
ბლოკი IV
- მიმდინარეობს მე-2 საცხოვრებელი სართულის კოლონებისა და დიაფრაგმების სამონტაჟო სამუშაოები