Chat on WhatsApp

სიახლეები

4 სექტემბერს 2021

სუბსიდირების პროგრამა დაიწყო

1 სექტემბიდან სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა დაიწყო, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ, იპოთეკური სესხის პროცენტის თანადაფინანსებას 5 წლის განმავლობაში;

პროგრამით მოსარგებლეები:

 პროექტის ფარგლებში სახელმწიფო სუბსიდირებით ისარგებლებს ოჯახი (მხოლოდ კანონიერ ქორწინებაში მყოფი მეუღლეები)/მარტოხელა მშობელი/ქვრივი თუ ჰყავს:

➡️ 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული შვილი, ან

➡️ 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი, ან ახალშობილი

➡️ 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აიყვანს არასრულწლოვანს;

და ამავდროულად არცერთ მშობელს არ უსარგებლია წინა იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროექტით 

პროექტის ფარგლებში გასაცემი სესხის პირობები:

სესხის მიზნობრიობა:

➡️ საცხოვრებელი ბინის შეძენა ან სახლის აშენება (როგორც დეველოპერებთან (პარტნიორი/არაპარტნიორი) და ასევე ფიზიკური პირებისგან მეორადი ბინის შეძენა)

➡️ თუ მომხმარებელს სურს მიწის შეძენაც, უნდა შეავსოთ პარალელურად მეორე განაცხადი, რომელიც ცხადია, ვერ მოხვდება სუბსიდირების პროექტში   

➡️ ვალუტა - მხოლოდ ლარი

➡️ სესხის მოცულობა - არაუმეტეს 200 000 ლარი ( დასაშვებია, რომ შესაძენი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 000 ლარს და განსხვავება მომხმარებელმა წარმოადგინოს თანამონაწილების სახით)

➡️  ვადა - მაქსიმუმ 240 თვე

➡️ თანადაფინანსების პერიოდი - 60 თვე

➡️ წინსწრების საკომისიო - 0% მხოლოდ სუბსიდირების პერიოდში, დანარჩენ ვადაზე სტანდარტულად მოითხოვება

➡️  სახელმწიფოსგან სუბსიდირდება კონკრეტული სესხისთვის გაცემის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული:

- 3.5% არაუმეტეს 6% - თუ მსესხებელს ჰყავს 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული ან შვილად აყვანილი არასრულწლოვანი;

- 1.5%, არუმეტეს 8% - თუ მსესხებელს ჰყავს სამი და მეტი შვილი.

➡️ თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდება 5% -, სუბსიდირება განახლდება მხოლოდ იმ შემთხვეავში თუ რეფინანსირების განაკვეთი გაიზრდება.

 წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

პროექტის მოთხოვნებთან თავსებადობაში დასარწმუნებლად, მომხმარებელს ვთხოვთ შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენას:

➡️  შვილ(ებ)ის დაბადების მოწმობები

➡️  ქორწინების მოწმობა

➡️ მარტოხელა მშობლის სტატუსის დამდგენი დოკუმენტი (ასეთის საჭიროების შემთხვევაში, გასცემს იუსტიციის სახლი)

 

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

წყნეთის გზატკეცილი #15/17, თბილისი

ტელეფონი

032 2 88 08 08

ელ.ფოსტა

sales@viva.ge