აღმაშენებლის ხეივანზე საცხოვრებელი პროექტის სამივე ბლოკში სამშენებლო სამუშაოები აქტიურად და გეგმის მიხედვით მიმდინარეობს;
პირველ ბლოკში:
- დასრულდა კარკასის მშენებლობა და დაწყებულია გადახურვის ფილის მოსამზადებელი სამუშაოები;
- პარალელურად, ბინებში მიმდინარეობს შიდა სამუშაოები , კერძოდ, შიდა ტიხრების მოწყობა, კედლების ლესვა და კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოები;
მეორე ბლოკი დასასრულს უახლოვდება
- მიმდინარეობს ფასადის მოპირკეთების სამუშაოები;
- კორპუსში დასრულდა შიდა კომუნიკაციების მოწყობა, ხოლო უახლოეს პერიოდში მოეწყობა საოფისე სართულების იატაკის ფილა;
- მეორე ბლოკი რამდენიმე თვეში დასრულებულ სახეს მიიღებს და ოქტომბერში ბინის მესაკუთრეები შეძლებენ სარემონტო სამუშაოების დაწყებას;
მესამე ბლოკში:
- ათი სართულის კარკასის მშენებლობა დასრულებულია, დარჩა მე-11 ,ანუ ბოლო სართულის სამშენებლო სამუშაოები;
- პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ბინის კედლების მოწყობის სამუშაოები;